რეგიონული პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტმა თბილისში ხეების ჭრასთან დაკავშირებულ ინიციატივას მხარი დაუჭირა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა დავით სონღულაშვილის კანონროექტს, რომელიც თავისი შინაარსით, თბილისის ტერიტორიაზე ხეების ჭრას ამარტივებს. კანონპროექტს აკრიტიკებს და მისი მიღების წინააღმდეგ გამოდის გარემოსდაცვითი ორგანიზაციები.

საუბარია ”ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, ფართოვდება იმ კატეგორიის მწვანე ნარგავთა ჩამონათვალი, რომლის მოჭრაც დასაშვები ხდება და რომლის მოჭრაზეც დაინტერესებული ფიზიკური თუ იურიდიული პირი კომპენსაციას აღარ გადაიხდის. კერძოდ, კანონის მოქმედი რედაქციით, მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისების, აგრეთვე მათზე მშენებლობის განხორციელების დროს შესაბამისი ორგანოების მიერ მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემა დასაშვებია, თუ არსებული მწვანე ნარგავები დაავადებულია, ხოლო ასეთი დაავადების არსებობა და მწვანე ნარგავების განკურნების შეუძლებლობა დადასტურებულია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ. დავით სონღულაშვილის პროექტით, დაავადებული ნარგავების გარდა, ე.წ. ხმელი, ხმობადი, ამორტიზებული და ფაუტი ნარგავების ჭრა ხდება დასაშვები. ამავე პროექტით, ასეთ ჭრები ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების გარეშე იქნება შესაძლებელი.

როგორც კომიტეტის სხდომაზე არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნული ცვლილება დედაქალაქში მწვავე ნარგავების შემცირებას გამოიწვევს. გარემოსდამცველები დარწუნებული არიან, რომ კანონპროექტი რეალურად სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებიდან მოდის და ისინი ამ კონტექსტში დეპუტატ სონღულაშვილის ოჯახის ბიზნეს-ინტერესებზე საუბრობენ.

როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, დეველოპერები სპეციალური მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებით ხელოვნურად ახმობენ ხეებს, ასევე არის შემთხვევები, როცა უღირთ ხის მოჭრაზე გადასახადის გადახდა ან ჯერ შენობას მწვანე ნარგავებთან ახლოს ააშენებენ და შემდეგ იმის გამო, რომ ის მშენებლობას უშლის ხელს, მოჭრის უფლებას ითხოვენ. პროექტის განხილვისას ისიც ხაზგასმით აღინიშნა, რომ თბილისის საქალაქო სამსახური ჭრებზე ნებართვას ისე გასცემს, რომ საქმეს არ სწავლობს და გადაწყვეტილებებს ავტომატურად იღებს.

“წარმოდგენილი ცვლილებები ადასტურებს იმას, რაც ყაზბეგის გამზირზე მოხდა“, - ითქვა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.

თავად პროექტის ავტორი გამოთქმულ კრიტიკას არ იზიარებს და აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი არასწორი მიმართულებით მიდის. სონღულაშვილი ირწუნება, რომ პროექტი ქალაქის სარეკრიაციო ზონის განვითარებისკენ არის მიმართული. ამასთან, დეპუტატი ადასტურებს, რომ მისი ძმა სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული.

“მოსაკრებელი ხეების ჭრაზე ახლაც მოქმედებს და ეს დეველოპერებს ხელს არ უშლის - ქალაქში მშენებლობები მიდის. დაავადებული ხეები, რომელიც განკურნებას არ ექვემდებარება, თავისთავად ცხადია, შეიძლება იყოს დაავადების გადამცემი, რამაც გარემო დააზიანოს. რაც შეეხება კანონში ჩამოთვალის გაფართობის ინიციატივას და ხმელი, ხმობადი, ამორტიზებული და ფაუტი ნარგავების დამატებას, ეს იმ ნარგავების ჩამონათვალია, რომელიც აზიანებს გარემოს. ასეთი ხეების მოჭრა მოსაკრებლისგან უნდა გათავისუფლდეს. ხის მოჭრის წესი არ იცვლება და საკრებულომ უნდა განსაზღვროს ის უფლებამოსილი პირები, ვინც ნებართვა უნდა გასცეს. გამომდინარე აქედან, ხის შეფასება უფრო გამკაცრდება. რაც შეეხება ჩემი ძმის ბიზნესს, ის დიდ ხანია ბიზნესშია სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ამის ერთმანეთთან მიბმა არასწორია, რადგან კანონპროექტთან დეველოპერული კომპანიები არაფერ შუაშია“, - აცხადებს პროექტის ავტორი.

დავით სონღულაშვილის პროექტის საპირისპიროდ, პარლამენტში ასევე წარდგენილია ”პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტების ნატა ფერაძისა და ვახტანგ ქინქლაძის, ასევე ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” საკანონმდებლო წინადადებები, რომელიც დედაქალაქში ჭრებზე რეგულაციის დაწესებას ითვალისწინებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს