პროექტი ”მაკულიტერატურა” ახალ მიმართულებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას საქართველოს რეგიონებში მაკულატურის ჩაბარება შეეძლება.
”ის, ვინც ვერ ახერხებდა ჩვენს პუნქტებში ჩამოეტანა მაკულატურა და მიეღო ახალი წიგნები, მიეცემათ შესაძლებლობა ძველი წიგნები, ჟურნალები, რვეულები და ფურცლები გადაცვალონ გამომცემლობა ”პალიტრა L“-ის ახალ წიგნებზე ისე, რომ არ მოუწიოთ სხვა ქალაქში ჩასვლა. ეს უნიკალური შესაძლებლობაა განაახლოთ ძველი ბიბლიოთეკა და ჩვენთან ერთად გაუფრთხილდეთ გარემოს. კახეთის რეგიონში გეზს ავიღებთ თელავიდან. 4-5 თებერვალს, ერეკლე II-ის ქუჩაზე (თეატრის მიმდებარედ), 10:30-დან 17:30 საათამდე ჩვენი აგენტები ადგილზე ჩაიბარებენ მაკულატურას და გადმოგცემენ თქვენთვის საინტერესო წიგნებს. აქციები სისტემატურად დაიგეგმება როგორც კახეთის სხვა ქალაქებში, ისე საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც”, - აცხადებენ პროექტ ”მაკულიტერატურის” ხელმძღვანელები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"