გიორგი ანდრიაძე სახალხო დამცველზე - რაზეც საჭიროა, იმაზე არ რეაგირებს და რაზეც არ არის საჭიროება, იმაში ეჩრება

რაზეც საჭიროა იმაზე არ რეაგირებს და რაზეც არ არის საჭიროება იმაში ეჩრება, - ამის შესახებს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, გიორგი ანდრიაძემ სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შესახებ განაცხადა.

გიორგი ანდრიაძემ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ გამოსაძიებელია რა ინფორმაციას აწვდიან კათოლოკოს-პატრიარქს.

გიორგი ანდრიაძის თქმით, დაახლოებით 2 თვის წინ სახალხო დამცველს მიმართა 2 ლაზის დაკავების შესახებ, თუმცა, ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

”დააკავეს 2 ლაზი, სამწუხაროდ, შეცდომა დაუშვა ჩვენმა ხელისუფლებამ და ერთ-ერთი თურქეთის მხარეს გადასცა. მომხდარზე რეაგირება სახალხო დამცველს ეკუთვნის, რაზეც საჭიროა იმაზე არ რეაგირებს და რაზეც არ არის საჭიროება იმაში ეჩრება“, - განაცხადა ანდრიაძემ და დასძინა, რომ ლაზები სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა