სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

სამტრედია - გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. გაფიცულმა მუშებმა აქცია გამართეს. ისინი ხელფასების დროულად დარიცხვას, ანაზღაურების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკვე სამი თვეა ანაზღაურებას ვერ იღებენ და იანვრის შემდეგ ხელფასის მხოლოდ მცირე ნაწილი აიღეს.

,,ხელფას ნორმალურად ვერ ვიღებთ. შრომითი პირობები კი ისეთია,რომ მონასაც კი არ ამუშავებენ ასე. ეს არის ქვეყანა? ლუკმა-პურისთვის ასეთ პირობებში გვიწევს მუშაობა“, - აცხადებენ გაფიცული მუშები.

სამშენებლო კომპანია „ალტკომში“, რომელიც ავტობანზე სამუშაოებს აწარმოებს, განმარტავენ, რომ იანვრის თვის ხელფასი უკვე დაირიცხა და დარჩენილი დავალიანება მალე ანაზღაურდება. ავტობანზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, მობილიზებულია პოლიცია.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს