12-28 აპრილს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR გადასახადის გადამხდელებს 19 ლოკაციაზე მოემსახურება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 12 - 28 აპრილს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - მომსახურებას გაუწევს იმ რეგიონებს, სადაც შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისცენტრები და რაიონული წარმომადგენლობები არ არის.
მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელები შეძლებენ, მათთვის მოსახერხებელ ადგილას დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად დროულად მიიღონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისი.
შესამოვლების სამსახურის ცნობით, მოძრავი სერვისცენტრის დახმარებით, გადასახადის გადამხდელს საშუალება ექნება, მიიღოს შემდეგი ელექტრონული მომსახურება - კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირებიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება.
ამასთან, მოხდება, შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრის RS CAR-ის მოძრაობის გრაფიკის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - http://www.rs.ge/Default.aspx?sec_id=4845〈=1&newsid;=4347
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"