სომხურმა თეატრმა ქუთაისში სპექტაკლი "საბრალდებო დასკვნა" წარადგინა

სომხურმა თეატრმა ქუთაისში სპექტაკლი "საბრალდებო დასკვნა" წარადგინა

თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში, სპექტაკლი "საბრალდებო დასკვნა" წარადგინა. თეატრამა სპექტაკლი ქართულ ენაზე ითამაშა. "პირველად ვართ ქუთაისში და ნოდარ დუმბაძის ეს პიესა, ქართულად პირველად ვაჩვენეთ”, – განაცხადა სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა ლუიზა ხაჩატუროვამ. სპექტაკლის რეჟისორი არმიან ბაიანდურიანია. მასში მოწვეული ქართველი და სომხური დრამატული თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.

სპექტაკლს ქუთაისში სტუმრად მყოფი სომხეთის რესპუბლიკის კონსული იეღიშე სარგისიანი დაესწრო. წარმოდგენას მაყურებელი ახალციხეში, გორსა და თელავშიც ნახავს.

სპექტაკლი ქართველი მსახობის, გივი ბერიკაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.