საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში უფასო მედიკამენტებით 150 ათასიდან 200 ათას ადამიანამდე ისარგებლებს

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში უფასო მედიკამენტებით დაახლოებით 150 ათასიდან 200 ათას ადამიანამდე ისარგებლებს. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტების ამოქმედებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, სამიზნე პოპულაცია იქნება დაახლოებით 600 ათასი ადამიანი და ეს იქნება 5 ძირითადი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო კონკრეტული მედიკამენტები.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამისმა სპეციალისტებმა საქართველოს სტატისტიკაზე და საერთაშორისო მტკიცებულებებზე დაფუძნებით გათვალეს ასაკობრივი ჭრილი, ჯანმრთელობის რისკის მიხედვით, ამ 600 ათასი ადამიანიდან რამდენს შეიძლება ჰქონდეს პოტენციური ქრონიკული დაავადება, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. ეს არ ნიშნავს, რომ 600 ათასივე ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადება. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამის რეალური მოსარგებლე იქნება 150 ათასიდან 200 ათას ადამიანამდე, თუმცა, სხვადასხვა მასშტაბით. ზოგს შეიძლება დასჭირდეს მაგალითად, შედარებით იაფი პრეპარატი, დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო ტაბლეტები, იმიტომ, რომ პირველ ტიპზე, ინსულინზე უკვე არსებობს პროგრამა და ა.შ. ეს პროექტი ძალიან სკურპულოზური გათვლებით გაიწერა", - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა, ზაფხულიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ.

ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა; გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები; დიაბეტის მე-2 ტიპი; ფილტვების ქრონიკული დაავადებები; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მედიკამენტის შესყიდვისას მთავარი აქცენტი ხარისხზე გაკეთდება. თუ მედიკამეტი არ არის წარმოებული ევროკავშირის ქვეყნებში, ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერთიფიკატის წარმოდგენა.

მედიკამენტების ღირებულება კი სიმბოლურად თვეში მაქსიმუმ 1 ლარი იქნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა