საქართველოს ეროვნული ბანკმა პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა

საქართველოს ეროვნული ბანკმა პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ანგარიში მომზადდა "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 68-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად და მოიცავს "ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ", "ეკონომიკის მდგომარეობის ანგარიშს", "ოპერაციებისა და განსახილველი წლის განმავლობაში საქმის მდგომარეობის ანგარიშს" და აუდიტორების მიერ დამოწმებულ "საფინანსო ანგარიშგებას".

წლიურ ანგარიშში განხილულია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის ცენტრალური ბანკი საანგარიშო პერიოდში, აგრეთვე მისი შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც საანგარიშო წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში