გაზმომარაგება დღეს, 16:30 საათზე ავარიულად შეუწყდა ნუცუბიძის რაიონში, ალექსანდრე ყაზბეგის №34-ში მდებარე ნაკვეთი №33-35-36, ნაკვეთი №29-30-31, ნაკვეთი №45/122, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №34/42-68, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა №6 და №10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, გაზის მიწოდება 21:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებლობას იხნის.