თბილისის მერიას დედაქალაქში ტრამვაის ხაზის აღდგენის პროექტი მზად აქვს, სამუშაოები მინიმუმ 130 მილიონ ევროს საჭიროებს

დადგება დრო, როცა ტრამვაის პროექტი აქტუალური გახდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, ტრამვაის აღდგენა თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციაა, რასაც მიესალმება.

”რასაკვირველია, ჩვენ მივესალმებით გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ ერთ-ერთ ინიციატივას, ტრანსპორტის ნაწილში ტრამვაის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს საკმაოდ შრომატევადი, ინვესტიციატევადი საქმეა, თუმცა, სამომავლოდ აუცილებლად იქნება განხილული, როცა ავტობუსების პროექტი, რომელიც პირველი ეტაპის მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ამოცანა იქნება მოგვარებული, ამის შემდეგ დადგება დრო, როცა ტრამვაის პროექტი აქტუალური გახდება. პროექტი, რომელიც მომზადებულია, მინიმუმ 130 მილიონ ევროს საჭიროებს, ამიტომ, ჩვენ ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ ამ პროექტის განხილვას, ალბათ, 2-3 წლის შემდეგ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო