”ცენტრ-პოინტის” მშენებლობით დაზარალებულმა 22-მა ქალმა შიმშილობა დაიწყო

”ცენტრ-პოინტის” მშენებლობით დაზარალებულმა 22-მა ქალმა სააპელაციო სასამართლოს მიმდებარედ შიმშილობა დაიწყო.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაზარალებულებმა განუცხადეს, შიმშილობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლოში მათი საქმის განხილვა კიდევ ერთხელ გადაიდო.

”დღეს ”ცენტრ-პოინტის” საქმის განხილვა იყო ჩანიშნული. მოვედით სასამართლოში, ჩამობრძანდა მოსამართლის თანაშემწე და განგვიცხადა, რომ თურმე უფრო მნიშვნელოვანი საქმე იხილება. რას ნიშნავს, რომ უფრო მნიშვნელოვანი იხილება და ამიტომ ჩვენი ისევ გადაიდო? - ბუნებრივია, ამან აღშფოთება გამოიწვია და ხალხი აღარ აპირებს აქედან ადგომას. ჩვენ არ გვეგონა, ეს ასე სპონტანურად თუ მოხდებოდა. უბრალოდ, იმდენად აღმაშფოთებელია მოსამართლის თანაშემწის პასუხი, რომ ამ ეტაპზე სხვა გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ”, - განაცხადა ”ცენტრ-პოინტის” დაზარებულმა სვეტა დანელიამ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია