სამეგრელოს რეგიონში 649 დევნილ ოჯახს კერძო სახლი უყიდეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 649 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ სამეგრელოს რეგიონში დევნილი ოჯახებისთვის შეძენილი სახლები დაათვალიერეს.

სოზარ სუბარი სოფელ ნოჯიხევში აფხაზეთიდან დევნილ შონიების ოთხსულიან ოჯახს ესტუმრა, რომელსაც სამინისტრომ კერძო სახლი და ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეუსყიდა. აფხაზეთის ომის მონაწილე მალხაზ შონია, სახლთან ერთად, თხილისა და დაფნის ბაღების მესაკუთრე გახდა, რაც მისი ოჯახის შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცევა.

სამინისტროს განმარტებით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

2013 წლიდან დღემდე სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 1500-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ „სოფლად სახლის“ პროექტი წარმატებით მუშაობს და უახლოეს მომავალში სამინისტრო სახლს კიდევ 1000-მდე დევნილი ოჯახისთვის შეიძენს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება