პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს ორგანულ კანონში“ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ცვლილებების მიხედვით , მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ ყველა მუნიციპალიტეტში განისაზღვრება ,,მერია“ და, შესაბამისად, კოდექსის მთელ რიგ მუხლებში ხორციელდება ტერმინოლოგიური სახის ცვლილება. კანონპროექტით თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს. გარდამავალი დებულიებით დგინდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების ჩატარების წესი, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული ცალკეული ღონისძიებები.

კენჭისყრაზე ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს 83 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ 5 დეპუტატმა მისცა ხმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში