საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პარლამენტის იურისტებს უსმენენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა ამ დრომდე მიმდინარეობს. ამჯერად პარლამენტის იურისტებს უსმენენ.
მიმდინარე პროცესს არასამთავრობო სექტორი აფასებს.
"აქ საკითხი არ დგას, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოსაზრებას ვეთანხმებით, თუ არ ვეთანხმებით. მან აღწერა ის, რაც კომპეტენცია აქვს. რთულია არ დაეთანხმო იმ თანამდებობის პირს, რომელიც საკუთარ კომპეტენციებზე აკეთებს განმარტებებს. შეფასების თვალსაზრისით რანდენად არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაიცვას, ამ თვალსაზრისით ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მექანიზმი, რომელიც თამარ ქალდანის აპარატშია შექმნილი, არ არის ეფექტური", - აცხადებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიხეილ შარაშიძე.
ფონდ "ღია საზოგადოების" წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ის ნორმები უნდა გააუქმოს, რომელიც არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტის დუბლირებაა.
"სასამართლოში მეტ და მეტ მკიცებულებას ვსწავლობთ და მაქსიმალურად სიღრმეში თითოეულ ნორმას მივყვებით. უფრო და უფრო ვრწმუნდებით და სასამართლოც დარწმუნდება, რომ ეს ნორმები ფაქტობრივად იგივეა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა. ჩვენ ვდაობთ ამაზე და მიგვაჩნია, რომ სასამართლომ უნდა გააუქმოს ის ნორმები, რომელიც არის დუბლირება არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტის", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

























