მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017-ის“ საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია მიმდინარეობს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა კონფერენციაში ქართველ და უცხოელ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სწავლების მაღალხარისხიანად ჩატარება უსურვა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, სწავლებაში ჩართული საქართველოს შეიარაღებული ძალების და სხვადასხვა ქვეყნების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო წვრთნების დეტალებს იხილავენ. სამხედროები სინდიკატებად არიან დაყოფილნი და სწავლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს საბოლოოდ აჯამებენ. კონფერენცია 13 ივლისს დასრულდება.
მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017“ ოფიციალურად 31 აგვისტოს დაიწყება. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას საქართველო და პარტნიორი ქვეყნები - აშშ, ბულგარეთი, ლატვია, რუმინეთი, უკრაინა და სომხეთი მიიღებენ. წვრთნები საშტაბო და საველე ფაზებს მოიცავს და მისი მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა, რეგიონში უსაფრთხოების მხარდაჭერა, თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"