დიმიტრი ქუმსიშვილი - ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონული სისტემა „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის გამტარიანობას ხელს შეუწყობს

სატვირთო ავტომობილებისთვის რიგების მართვის ელექტრონული სისტემა ხელს შეუწყობს „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის გამტარიანობის, შესაბამისად, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდას“, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ახალი ელექტრონული სისტემის, ე.წ. TIR პარკინგის შეფასებისას გააკეთა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სისტემა მიმდინარე წლის 5 ივლისიდან ამოქმედდა. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, დიდი ზომის სატვირთო ავტომობილებისთვის მუდმივად პრობლემა იყო ის, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტის დროულად გადაკვეთისთვის მათ სჭირდებოდათ მოწესრიგებული რიგის სისტემა.

„ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომლის შედეგადაც დღეს რიგი მოწესრიგებულია. TIR პარკები უნდა აკმაყოფილებდნენ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს. შესაბამის ნებართვას TIR პარკინგის მოწყობისთვის იძლევა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საპატრულო პოლიციასთან ერთად, უზრუნველყოფს რიგების მართვის ელექტრონული სისტემის მართვას“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეუფერხებლად მოხდეს სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

5 ივლისიდან, საზღვართან არსებული რიგების მოწესრიგებისა და შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმართულებით მიმავალი ყველა სახის სატვირთო ავტომანქანა, მიუხედავად იმისა, ცარიელია თუ დატვირთული, გამშვებ პუნქტში გამოცხადებამდე, ვალდებულია განთავსდეს ხელვაჩაურის რაიონში მდებარე „ფიგოილის“ ან „ლიგას“ ავტოსადგომზე, საიდანაც ავტომანქანების გაშვება ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რიგების მართვის ელექტრონული სისტემის მიხედვით.

”აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან მდებარე ავტოსადგომებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ონლაინ რეჟიმში განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე http://rs.ge/6278”,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა