ზაზა ბიბილაშვილი - აფხაზეთი და შიდა ქართლი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ვიღაცები ლაპარაკობენ, რომ ჩვენთვის პრობლემა ყოფილა ირანელი ტურისტი, თურქი ბიზნესმენი ან რესტორნის ერაყელი მეპატრონე

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაზა ბიბილაშვილი დარწმუნებულია, რომ მარჯანიშვილის გამზირზე გამართული ე.წ. ”ქართველთა მარშის” ორგანიზატორები ”პირდაპირ რუსეთიდან არიან მართულები”.

როგორც ზაზა ბიბილაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, აქციაზე ზუსტად ერთი-ერთში იგივე ხდებოდა, რაც ხდება რუსეთში.

”ეს არის თავიდან ბოლომდე რუსეთის მიერ მართული აქცია, რუსული ”ფეესბეშნიკური” სახელმძღვანელოდან ამოღებული მოთხოვნებით. ის სიბნელე, ის ღალატი, ის სიბოროტე, რომელსაც ეს მარში ქადაგებს, ვერ იქნებდა სრული ალბათ აქციის მონაწილეების იმ მოთხოვნის გარეშე, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის” და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალავას ითხოვს, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ოღონდ, სავარაუდოდ, ეს ადამიანები რუსეთს უცხოეთად არ განიხილავენ.

ზუსტად ერთი-ერთში იგივე ხდება, რაც ხდება რუსეთში. ეს არიან ადამიანები, რომელთაც უბრალოდ საქართველოს ისტორიაც არ წაუკითხავთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აქციის ორგანიზატორები მართულნი არიან პირდაპირ რუსეთიდან და მონაწილეთა დიდი ნაწილი გულუბრყვილობით და უცოდინრობის გამო იღებდა ამაში მონაწილეობას.

დღეს ჩვენი სამშობლოს ორი მნიშვნელოვანი ნაწილი - აფხაზეთი და შიდა ქართლი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ვიღაცები გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ თურმე ჩვენთვის პრობლემა ყოფილა ირანელი ტურისტი, თურქი ბიზნესმენი ან რესტორნის ერაყელი მეპატრონე”, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება