”ბავშვთა სამყაროს” დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა

”ბავშვთა სამყაროს” დირექტორი გიორგი მაჭავარიანი 50-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გიორგი მაჭავარიანმა განუცხადა, ის დღეს დილით, 04:00 საათზე გათავისუფლდა.

საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, 27 ივლისს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მიხეილ თევზაძე დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ”ბავშვთა სამყაროს” დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს 50 ათასლარიანი გირაო გუშინ შეუფარდა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა