ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 10:00 საათიდან ნუცუბიძის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს.
„ხვალ, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის რაიონში ვაჟა-ფშაველას გამზირზე №71ა, №71ბ, №71გ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.
გაზის მიწოდება 18:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, - აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.