საქართველოს ლატარიის კომპანიას შპს „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი” ჩაანაცვლებს

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ლატარიის კომპანიას შპს „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი” ჩაანაცვლებს.

”საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერი ჩაატარა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი”.

აღნიშნული კომპანია იქნება ექსკლუზიური უფლების მფლობელი საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე და იგი საქართველოში ლატარიის ორგანიზებას უზრუნველყოფს 10 წლის განმავლობაში”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ლატარიის კომპანია საქმიანობას 1-ელი სექტემბრიდან წყვეტს.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო