რუსთავში, მდინარე მტკვარში 53 წლის მამაკაცის საძიებო სამუშაოები განახლდა

რუსთავში, მდინარე მტკვარში და სანაპიროზე 53 წლის მამაკაცის საძიებო სამუშაოები დილიდან განახლდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში, 5 აგვისტოს საღამოს, საბანაოდ შევიდა და დინებამ გაიტაცა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მაშველების მიერ საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვრის 37 კილომეტრიან მონაკვეთზე, წითელ ხიდამდე - საზღვრამდე ჩატარდა. ხილვადობის შეზღუდვის გამო საძიებო სამუშაოები წუხელ შეწყდა და დღეს დილიდან ისევ განახლდა.

























