ხობში აგვისტოს ომში დაღუპული რეზერვისტის, მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირი გაიმართა

ხობში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული რეზერვისტის, მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირი ბილიარდში გაიმართა. შეჯიბრი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ბილიარდის 35-მდე მოყვარული მონაწილეობდა. ტურნირი ბილიარდის ორ სახეობაში ჩატარდა: ,,პული“ და ,,თავისუფალი პირამიდა“. შეჯიბრება დღეს საზეიმო ვითარებაში დაიხურა, რომელსაც მიხეილ იოსავას ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მიხეილ იოსავას სახელობის გარდამავალი თასი სანდრო ჩიტაიამ მოიპოვა. საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ აღნიშნა, რომ ხობს მალე ექნება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი, სადაც ჭიდაობის, კრივის, ჭადრაკის და მკლავჭიდის დარბაზებთან ერთად ბილიარდის დარბაზიც განთავსდება. მისივე თქმით, სპორტის ამ სახეობას ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობა ექნება. ,,8 აგვისტოს ომმა დაღი დაასვა ჩვენს ქვეყანას. დილით შევიკრიბეთ გმირთა მემორიალთან და პატივი მივაგეთ დაღუპულთა ხსოვნას. რუსეთ-საქართველოს ომს არაერთი ხობელი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. ამ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა მიხეილ იოსავა. სიმბოლურიცაა, რომ დღეს დასრულდა მისი სახელობის ტურნირი ბილიარდში. ჩვენს მუნიციპალიტეტში გამორჩეული ადგილი უკავია სპორტის ამ სახეობას. ახალგაზრდა თაობა მოწადინებულია, რომ ბილიარდი განვითარდეს. სწორედ ამიტომ, ახალ სპორტკომპლექსში გარკვეული სივრცე დაეთმობა მიხეილ იოსავას სახელობის ბილიარდის კლუბს“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ედიშერ ჯობავამ.

შეჯიბრება განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ოჯახის სიმტკიცისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა