აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში „ვიზიტს“ გმობს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში „ვიზიტს“ გმობს.

როგორც პლატფორმის განცხადებაშია ნათქვამი, ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ვიზიტი უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

ამასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე უცხოურ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაზარდონ ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე, რათა შეჩერდეს აგრესია მეზობელი სახელმწიფოს, საქართველოს მიმართ.

”რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს. პუტინის ვიზიტი 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტიდან ზუსტად 9 წლის თავზე არის გზავნილი რუსეთის მხრიდან, რომ ის კვლავ ღიად აგრძელებს ოკუპაციას.

აღნიშნული ვიზიტი უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული, აგრესიული ქმედებები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას. საქართველო არასდროს შეეგუება აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას.

პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში განსაკუთრებულად ცინიკურად გამოიყურება, მას შემდეგ რაც საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსული სახელმწიფოს მონაწილეობით ორჯერ განხორციელდა ქართველების ეთნიკური წმენდა, გვყავს ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი.

ეთნიკური ქართველების შევიწროება ახლაც გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარეობს რუსიფიკაციის პროცესი, რაც საბოლოო მიზნად ამ ტერიტორიების ანექსიას ისახავს.

ჩვენ, საქართელოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები გამოვხატავთ მტკიცე პროტესტს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბიჭვინთაში ვიზიტთან დაკავშირებით.

მოვუწოდებთ როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე უცხოურ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაზარდონ ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე, რათა შეჩერდეს აგრესია მეზობელი სახელმწიფოს, საქართველოს მიმართ“,- ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერს 60 ორგანიზაცია .

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა