„ალდაგის“ ახალი პროდუქტის - სამოგზაურო დაზღვევის პირობები ცნობილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ალდაგიდან“ აცნობეს, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, სიახლეების დანერგვას აქტიურად აგრძელებს.
”მომხმარებლებისთვის ექსკლუზიური პროდუქტების შექმნა და თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი პროექტების განხორციელება „ალდაგის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სწორედ ამიტომ, „ალდაგი“ წარმოგიდგენთ სამოგზაურო დაზღვევის სრულიად ახალ პროდუქტს გამორჩეული პირობებით და დაფარვებით”, - ნათქვამია ”ალდაგის” ინფორმაციაში.
როგორც „ალდაგში” განმარტავენ, ინდივიდუალური დაზღვევის ფარგლებში, „ალდაგი“ მომხმარებლებს სამოგზაურო დაზღვევის სამ განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს: „სტანდარტი“, „კომფორტი“ და „პრემიუმ“ პაკეტები სხვადასხვა სადაზღვევო დაფარვებს მოიცავს, რაც სასურველი მომსახურების მიღების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
„ალდაგის“ ექსკლუზიური პროდუქტი სამედიცინო ხარჯების, ბარგის დაკარგვის, მგზავრობის ხარჯებისა და პერსონალური პასუხისმგებლობის დაზღვევას გულისხმობს. მომხმარებლებს აღნიშნული ხარჯები აუნაზღაურდებათ, მოგზაურობის დროს, შემდეგი რისკების დადგომისას:
სამედიცინო ხარჯების დაფარვა - სასწრაფო სამედიცინო დახმარება; გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა; გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა; გადაუდებელი სტომატოლოგიური მკურნალობა; გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მკურნალობა; რეპატრიაცია;
ბარგის დაზღვევა - ბარგის დაკარგვა.
მგზავრობის ხარჯების დაფარვა - მოგზაურობის გაუქმება; მოგზაურობის ვადაზე ადრე შეწყვეტა; მოგზაურობის შეფერხება; უარი საზღვრის გადაკვეთაზე.
პირველად, ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, პერსონალური პასუხისმგებლობის დაზღვევა -მოგზაურობისას, მესამე პირისთვის მიყენებული სხეულის დაზიანების და/ან მატერიალური ქონების ფიზიკური დაზიანების ხარჯების დაფარვა.
„ალდაგის“ ახალი სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ყველაზე მარტივად, სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ ონლაინ და დღეში მხოლოდ 1 ლარად. „ალდაგი“ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად, შეიძინონ ჯგუფური პოლისი და დაზოგონ დრო. ჩვენი სამოგზაურო დაზღვევა გათვლილია ნებისმიერი სეგმენტის მოგზაურზე. წლიური მულტი პოლისი მოქმედებს მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს, ხოლო, ერთჯერადი პოლისი მათთვის, ვინც კონკრეტული ვადით დაგეგმილი მოგზაურობისთვის ემზადება. ყველა, ვინც შეიძენს სამოგზაურო დაზღვევას დამატებით ისარგებლებს ისეთი ბენეფიტებით, როგორიც არის: უფასო დაფარვები ბავშვებისთვის, დამატებითი დაფარვები ყველაზე დაბალ ფასად და სპეციალური ფასდაკლებები 60-დან 75 წლამდე მოგზაურთათვის“, - აღნიშნულია „ალდაგის“ ინფორმაციაში.