ნაძალადევში დიდი ჯიხაიშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით, მთლიან ქუჩაზე, 10 000-მდე კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა - დაიგო ორი ფენა ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. ასევე, აშენდა გზის დამჭერი საყრდენი კედლები, გაკეთდა საერთო სარგებლობის კიბე, მოაჯირები და ჩიხებში მოეწყო ბეტონის საფარი.

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დაკვეთით, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განხორციელდა. ქუჩაზე მთლიანად შეიცვალა წყალსადენისა და წყალარინების ქსელი, შედეგად, მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

დიდი ჯიხაიშის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 525 000 ლარი გამოიყო.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა