იაპონიის საელჩო საქართველოში და ბოტანიკური ბაღი იაპონური ჩაის რიტუალური მომზადების ღონისძიებას აწყობენ

იაპონიის საელჩო საქართველოში და ეროვნული ბოტანიკური ბაღი იაპონური ჩაის რიტუალური მომზადების ღონისძიებას აწყობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაპონის საელჩოდან აცნობეს, ჩაის ცერემონიას გაუძღვება იაპონიიდან ამ ღონისძიებისთვის საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატი მიჩიკო უჩინო.

„ხვალ, 13:00 საათზე იაპონიის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი გიწვევთ ჩაის ცერემონიაზე თბილისის ბოტანიკურ ბაღში არსებულ იაპონურ ბაღში.

ღონისძიებას დაესწრება იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა და საელჩოს სხვა წარმომადგენლები.

ჩაის ცერემონიაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს ბოტანიკური ბაღის საფასურის (2 ლარი) გადახდით.

იაპონური ჩაის ცერემონია ანუ ჩანოიუ, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა ანუ ჩადო ან სადო, წარმოადგენს სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალიზებულ მომზადებას. ქალბატონი მიჩიკო უჩინო ჩაის სკოლის, ურასენკეს წარმომადგენელია და ის ამ საქმიანობით 1961 წლიდან არის დაკავებული“, - აღნიშნულია იაპონიის საელჩოს ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში