ქართული კომპანიები სავაჭრო გამოფენა Anuga 2017-ზე წარდგებიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული ექსპორტიორი კომპანიები 2017 წლის 7 - 11 ოქტომბერს, გერმანიაში, ქალაქ კიოლნში სასმელი და საკვები პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპაში ყველაზე მსხვილი სავაჭრო გამოფენა Anuga 2017 ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, 160 000-ზე მეტ დამთვალიერებელს სტუმრობს და მონაწილეების რაოდენობა 7 400 აღემატება.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს უკვე მეორედ მიეცათ საშუალება, საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია სწორედ ამ გამოფენის საშუალებით მოეხდინათ.

სავაჭრო გამოფენის ფარგლებში, ქართული სასმელი და საკვები პროდუქციის ორი ქართული სტენდი გაკეთდება, სადაც 16 ქართული კომპანია გამოიფინება: შპს „აერკომპანი“, შპს „გეო ნათსი“, შპს „ნატექსი/ნატსჯი“, შპს „ტურალ გრუპ“, შპს „იუვის ბერის“, შპს „ფარკონი“, შპს „გემუანი“ , შპს „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანია“, შპს „ჯორჯიან პროდაქტს რენესანს“, შპს „მანნა“, შპს „აგროლეინი“, სს „ქართული ლუდის კომპანია“, შპს „შატო ნეკრესი“, შპს „არომაპროდუქტი“, შპს „გსქ კულა“და შპს

„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ .

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას, აღნიშნული სახის სავაჭრო მისიებში მონაწილეობით სააგენტო ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას საერთაშორისო მასშტაბით.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება