ქობულეთში კვლევითი ინსტიტუტი შენდება

ქობულეთში კვლევითი ინსტიტუტი შენდება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, ზურაბ პატარაძე, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლესი საბჭოში გიორგი რომანაძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, რეგიონის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ქობულეთში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ცენტრის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწრნენ.

აღნიშნული სამეცნიერო ცენტრის საძირკველში, მშნებლობის დაწყების სიმბოლო - კაფსულა ჩააგდეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, ზურაბ პატარაძემ, განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა. - ახალი ობიექტის მშენებლობით რეგიონს მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეემატება - აღნიშნა დავით გაბაიძემ და წარმატება უსურვა პროექტის ავტორებს. მშენებლობისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტში ერთი მილიონ 578 ათასი ლარია გაწერილი, აქედან 800 ათასი ლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტიდან, პროგრამული დაფინანსებით ჩაირიცხება. პროექტით, ახალი შენობა, კვლევითი სფეროს სპეციფიკისათვის საჭირო ინფრასტრუქტურით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება. კვლევით ცენტრს სამშენებლო კომპანია შპს ,,ვექტორი“ აშენებს. მშენებლობა 2018 წლის ივნისში დასრულდება.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის