გურამ რჩეულიშვილის ინფორმაციით, ინვესტორი არა "ცენტრ პოინტს", არამედ მის პასივებსა და აქტივებს ყიდულობს

გურამ რჩეულიშვილის ინფორმაციით, ინვესტორი არა კომპანია "ცენტრ პოინტს" არამედ მის პასივებსა და აქტივებს ყიდულობს. ამის შესახებ "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს "ცენტრ პოინტის" საქმეზე, ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით ერთ თვეში უკვე ყველაფერი დასრულდება. რჩეულიშვილი ვარაუდობს, რომ დაზარალებულებთან ხელშეკრულებები სწორედ ამ პერიოდში გაფორმდება.

"როგორც იცით, მიდის მუშაობა "ცენტრ პოინტის“ აქტივების და ვალდებულებების გასხვისებაზე. ეს არ არის კომპანიის როგორც შპს-ს გასხვისება, არამედ ეს არის მისი აქტივების და პასივების გასხვისება. რადგან მიმდინარეობს ყოველდღიური მოლაპარაკება შუამავალ და შემსყიდველ კომპანიებთან, ჩვენ მოვითხოვეთ დრო და სასამართლო პროცესის გადადება, რადგანაც მოლაპარაკებების შედეგი პირდაპირ იმოქმედებს ჩემი ჩვენების ფორმაზე. 5 ეტაპად გვქონდა გადაბარების პროცესი დაგეგმილი, პირველი ეტაპი გადალახულია, დარჩა რამდენიმე ეტაპი, რაზეც დაახლოებით რამდენიმე კვირა დაგვჭირდება, რომ დეტალები შედარდეს და დაიდოს ხელშეკრულება", - განაცხადა რჩეულიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია