წალენჯიხაში გარდაცვლილ წვევამდელს ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული

წალენჯიხაში გარდაცვლილ წვევამდელს ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში მომხდარი შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცავები მუშაობენ.

გარდაცვლილი წვევამდელი, რომელიც ასევე წვევამდელის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა, 19 წლისაა. ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს წვევამდელი იყო, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ამ ეტაპზე ოფიციალურ კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით არ აკეთებენ.

თავის მხრივ, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სასწრაფო დახმარების განყოფილების მენეჯერის, მაია ესებუას თქმით, ახალგაზრდას ჭრილობა სახის არეში, ნიკაპზე აღენიშნებოდა. იგი საავადმყოფში შეყვანისას გარდაცვლილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.