”ბიბლუსი გალერეაში” (გაგარინის მოედანი), დიდი ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული წიგნის, თათული ღვინიანიძის „აღიარება ხელისგულზე“ პრეზენტაცია დღეს გაიმართება. პრეზენტაცია 31 ოქტომბერს, 19.00 საათზე გაიმართება.
"პალიტრა L"-ის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი" 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მკითხველი გამომცემლობის ვებგვერდზე ეტაპობრივად ეცნობოდა კონკურსში მონაწილე 300-მდე ავტორის ნამუშევრებს და თითოეულის შესახებ აზრსა და პოზიციას ხმის მიცემით გამოხატავდა.
წიგნს წარადგენენ ლიტერატურათმცოდნე, კონკურსის ჟიურის წევრი ივანე ამირხანაშვილი, მწერალი, თამარ ფხაკაძე და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მთავარი რედაქტორი, მაია ალუდაური. წიგნის გარეკანზე მხატვარმა ნინო მორბედაძემ იმუშავა.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ორგანიზატორები ღვინითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული თათული ღვინიანიძე არის ხალხის რჩეული კონკურსანტი.
ხალხთან ერთად გამარჯვებულების გამოვლენაში ჩართული იყო კომპეტენტური ჟიური, ლიტერატორები: ლევან ბერძენიშვილი, ივანე ამირხანაშვილი, რამაზ ჭილაია, ზაალ ჩხეიძე და PR სპეციალისტი მარიკა დარჩია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"