EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2017 და 2018 წლების პროგნოზი გაზარდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2017 და 2018 წლების პროგნოზი გაზარდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განახლებული ანგარიშის მიხედვით, 2017 და 2018 წლებში საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 0.6, ხოლო 2018 წლისთვის 0.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, EBRD პროგნოზის გაუმჯობესებას საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას უკავშირებს, რაც ექსპორტისა და ტურიზმის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის ცხრა თვეში საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა, ხოლო ამავე პერიოდში ექსპორტის 28.3%-იანი, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 28.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ეკონომიკის სამინსიტროს ინფორმაციით, EBRD-ის ანგარიშის თანახმად, მოხმარების გაჯანსაღება, ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და ტურიზმის სექტორის შემდგომი განვითარება ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები იქნება მომავალი წლების განმავლობაში.

უწყების ცნობით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. EBRD-ის მსგავსად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) და აზიის განვითარების ბანკმაც გაზარდეს.

სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზების თანახმად, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდგომ წლებში.

„აღსანიშნავია, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები უკვე აისახა ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებაზეც - მიმდინარე წლის სექტემბერში სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში