შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე - შიდაპარტიული კონსულტაციები გაიმართა და ერთხმად გამოხატეს მხარდაჭერა, არავითარი დაპირისპირება არ არის

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე - შიდაპარტიული კონსულტაციები გაიმართა და ერთხმად გამოხატეს მხარდაჭერა, არავითარი დაპირისპირება არ არის

შიდაპარტიული კონსულტაციები გაიმართა და ერთხმად გამოხატეს მხარდაჭერა, არავითარი დაპირისპირება არ არის, - ამის შესახებ შუახევის საკრებულოს ახალარჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი დავითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განაცხადა, პარტიაში კონსულტაციები გაიმართა და მის კანდიდატურას აბსოლუტური მხარდაჭერა გამოუცხადეს. მისი თქმით, ზეწოლა არ ყოფილა.

ზეწოლას უარყოფს შუახევის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატი, ვახტანგ ზოიძე.

”გუშინ საკრებულოს თავმჯდომარე ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ აირჩიეს. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები "ქართულ ოცნებაზე" განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, აბსურდია”,- განაცხადა ზოიძემ.

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი დავითაძე 20 ხმით აირჩიეს.