გიორგი მარგველაშვილი - ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა იყო პოლიტიკური პოზიცია და არა ის, რომ მე სხვაგან წასასვლელი არ მქონდა

ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა იყო პოლიტიკური პოზიცია და არა ის, რომ მე სხვაგან წასასვლელი არ მქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კარგია და სწორია, რომ ახსენებენ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა არ სურდა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ეს არ იყო წინასაარჩევნო დაპირება, არამედ ეს იყო კომენტარი. მარგველაშვილის თქმით, დაპირება იყო სხვა, კერძოდ, უფასო ფული, გადასახადების გაიაფება, პენსია რამდენი იქნება, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ.

გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში შესვლის მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა. „აქ შესვლა იყო პოლიტიკური პოზიცია და არა ის, რომ მე სხვაგან წასასვლელი არ მქონდა. აქ შესვლა იყო პოლიტიკური პოზიცია იმის საჩვენებლად, რომ ამ ქვეყანაში ასე არ არის, რომ პრეზიდენტს უბრძანებ. ჩემი გულწრფელი სურვილი მართლა იყო არ შესვლა, რასაც ვამბობდი, გულწრფელად ვგრძნობდი, მაგრამ როდესაც პოზიცია სხვანაირად ჩამოყალიბდა და მითხრეს, რომ შენი ადგილი ნახე და ჩუმად იყავიო, ეს იყო პოლიტკური ჟესტი. თუ მანამდე კითხვის ნიშანი იდგა ამ სასახლესთან დაკავშირებით, დღეს ამ სასახლემ ეს სიმბოლური დატვირთვა შეიძინა - აქ მოხდა ის, რომ არ დაუჯერეს ძლიერებს ამა ქვეყნისა და გააკეთეს სხვანაირად. თუ წინაასარჩევნოდ ჩემი კომენტარი იყო, რომ იქ შესვლას არ ვაპირებ, ახლა ეს უკვე პოლიტიკური საკითხია. წარმოგიდგენიათ მომავალი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია, მე ვიქნები თუ სხვა, რომელსაც ამ კითხვას არ დაუსვამენ - შეხვალ თუ არ შეხვალ, გაბედავ თუ ვერ გაბედავ და ეს პასუხი იქნება ძალიან ბევრი რამის მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ მართლა დამოკიდებულება მქონდა, რომ შესვლა არ მინდოდა, ეს სასახლე დღეს სხვა ნიშნის და სხვა პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც