აკაკი ბობოხიძე კობა გვენეტაძეს - თუ ასე გააგრძელებთ, აღმოჩნდებით ის განტევების ვაცი, რომელსაც ხელს შეაწმენდს ხელისუფლება

თქვენ თუ ასე გააგრძელებთ და მკაფიოდ არ დაგვანახეთ ხელისუფლების სწორი ან არასწორი მოქმედებების გავლენა დღევანდელ მდგომარეობაზე, გარწმუნებთ, რომ თქვენ აღმოჩნდებით ხვალ ის განტევების ვაცი, რომელსაც ხელს შეაწმენდს ხელისუფლება, - ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს.

აკაკი ბობოხიძის ერთ-ერთი შეკითხვა ლარის კურსს შეეხო.

მისივე თქმით, ლარის კურსი არის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ინფლაციის, რადგან გამორიცხულია ლარის კატასტროფულ მატებას არ მოჰყვეს ფასებში ცვლილება.

"მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ ვასტაბილურებთ და უკვე მერამდენე სტაბილურობას ვიჭერთ, ოღონდ უბედურება ისაა, რომ სწორია თითქოს სტაბილურობას ვიჭერთ, რადგან იყო 1.64, მერე ავიდა 1.80-ზე და რაღაც პერიოდი დასტაბილურდა. მერე გადახტა 2.20-ზე და დასტაბილურდა, მერე ავიდა 2.50-ზე, ახლა ბედნიერი უნდა იყოს ხალხი, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება 2.70-ზე? აქ მთავარია ადამიანებს ველაპარაკოთ გასაგები, გლეხური, ხალხური ენით, რა არის ლარის კურსის ასეთი ნახტომური ცვლილებების მიზეზი, რა არის ინფლაციის მიზეზი, რა არის საგარეო და საშინაო პრობლემები", - განაცხადა ბობოხიძემ.

ამასთან, აკაკი ბობოხიძემ იკითხა, "თუ რა გვარი იყო ის კაცი, რადარებიდან გაქრობას რომ გვიწინასწარმეტყველებდა?", რაზეც უპასუხეს, რომ ეს იყო ღარიბაშვილი.

"ღარიბაშვილის მთავრობა მთლიანად ხელს აწმენდდა თქვენს წინამორბედს და ამბობდა, რომ მისი ბრალი იყო ყველაფერი. თუ თქვენ ასე გააგრძელებთ და მკაფიოდ არ დაგვანახეთ ხელისუფლების სწორი ან არასწორი მოქმედებების გავლენას დღევანდელ მდგომარეობაზე, გარწმუნებთ, რომ თქვენ აღმოჩნდებით ხვალ ის განტევების ვაცი, რომელსაც ხელს შეაწმენდს ხელისუფლება. თქვენ რომ პრემიერ-მინისტრი ყოფილიყავით, რა ღონისძიებებს არ გაატარებდით, რომელიც ხელისუფლებამ გაატარა და რა ღონისძიებებს გაატარებდით, რომ უფრო უკეთესი მდგომარეობა გვქნოდა დღეს ქვეყანაში", - მიმართა ბობოხიძემ გვენეტაძეს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით