ზუგდიდის პოლიციაში მსაჯის ილო ტუღუშის საქმესთან დაკავშირებით ნუგზარ ჩხაიძე იკითხება

ზუგდიდის პოლიციაში მსაჯის ილო ტუღუშის საქმესთან დაკავშირებით ნუგზარ ჩხაიძე იკითხება

ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში ფეხბურთის მსაჯის ილო ტუღუშის საქმესთან დაკავშირებით ლანჩხუთის „გურიის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ჩხაიძე იკითხება. ჩხაიძის თქმით, მისთვის უცნობია, რა კითხვები აქვს მასთან გამოძიებას.

„მე ერთხელ უკვე დამკითხეს ფოთის პოლიციის თანამშრომლებმა ლანჩხუთში. მათ კითხვებს გავეცი პასუხი. ახლა უცნობია სხვა დამატებით რა კითხვები აქვს გამოძიებას. რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებას, დიახ, ვიაღიარებ- მე ვიყავი მისული თანხასთან დაკავშირებით. ოჯახი ახლა ისეთ სიტუაციაშია, ვერ გაამტყუნებ. ყველაფერს დაადგენს გამოძიება და დაველოდოთ შედეგებს", - განაცხადა ჩხაიძემ.

მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი 7 დეკემბერს იპოვეს.