ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ. როგორც პრესკონფერენციაზე ლევან ჯანაშიამ განაცხადა, არჩევნებში დაფიქსირდა უამრავი დარღვევა, რაც ადასტურებს, რომ ის ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. მისივე თქმით, ყველა ბიულეტენი გაყალბდა დავით ასათიანის სასარგებლოდ.

”ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე დაფიქსირდა ძალიან ცუდი ფაქტები ბიულეტენების გაყალბებასთან დაკავშირებით. ადგილი ჰქონდა დაუდასტურებელ ბიულეტენებს, არ იყო დამოწმებული ბეჭდებით, ბიულეტენების რაოდენობა აღმოჩნდა გაცემული ბიულეტენების, ანუ გამოცხადებული ადვოკატების რაოდენობაზე მეტი. ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, სადაც კომისიის წევრებს ჩანთაში ეწყოთ ბიულეტენები... აბსოლუტურად ყველა ბიულეტენი გაყალბდა დავით ასათიანის სასარგებლოდ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავიდან ბოლომდე საარჩევნო პროცესის ნამდვილობა დგას ეჭვქვეშ და ეს არჩევნები არ არის ნამდვილი. არჩევნების შედეგი უნდა იყოს ბათილად ცნობილი. მეორე ტურს რაც შეეხება, მეორე ტურის შესაძლებლობა შესაძლოა იყოს იმ შემთხვევაში, თუკი პირველი ტური ასახავს რეალობას”, - განაცხადა ჯანაშიამ.

მისივე თქმით, განვითარებული მოვლენების შემდეგ გაუგებარია, თუ რა გადაწყვეტილების გამოცხადებას აპირებს ხმის დამთვლელი კომისია.

”ხმის დამთვლელ კომისიაში არის 15 წევრი. აქედან 2 მოხსნილი იყო სწორედ იმ ბიულეტენების ფაქტებზე რაზეც ვსაუბრობთ. ერთმა წევრმა თავი შეუძლოდ იგრძნო და აღარ გააგრძელა ხმის დათვლის პროცედურა. 12 დარჩენილი წევრიდან ხმები გაიყო არჩევნების ნამდვილობასთან დაკავშირებით, 6 წევრი თვლიდა, რომ არჩევნები არის ბათილი, დანარჩენი 6 - პირიქით. გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმება ვერ მოხერხდა, ამავდროულად კომისიის წევრებმა უარი განცხადეს ოქმების შედგენაზე, 6 წევრმა და დამკვირვებლებმა დატოვეს ხმის დათვლის პროცესი. ახლა კომისიაში დარჩენილია 6 წევრი, რომლებიც არ ვიცი რა შედეგების გამოქვეყნებას აპირებენ ან რა პროცესს აგრძელებენ”, - აღნიშნა ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები 9 დეკემბერს გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანმა 1128 ხმა მიიღო. ლევან ჯანაშიამ- 632 ხმა; ლანჩავა დავითი -160; ჭკადუა ირმა -53; ებრალიძე დავითი - 31; ბესელია იასონ -10; გაგნიძე გრიგოლი - 3; ოსეფაშვილი ვასილ -3; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2; კობაიძე ალექსი- 1 ხმა.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად