მიხეილ სააკაშვილი - როგორც კი დაამტკიცებენ, რომ მე ვარ პუტინის აგენტი, სპეცრეისით გამიშვებენ მოსკოვში და ჩემში პუტინი გაცვლის ყველა უკრაინელ ტყვეს

როგორც კი დაამტკიცებენ, რომ მე ვარ პუტინის აგენტი, პირდაპირ გამიშვებენ სპეცრეისით მოსკოვში და ჩემში პუტინი გაცვლის ყველა უკრაინელ ტყვეს, - ამის შესახებ კიევში მიმდინარე სასამართლო პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია.

”მათ უნდათ დაამტკიცონ, რომ მე ვარ „ეფ-ეს-ბეს“ აგენტი. როგორც კი დაამტკიცებენ, რომ მე ვარ აგენტი, პირდაპირ გამიშვებენ სპეცრეისით მოსკოვში. ჩემში პუტინი გაცვლის ყველა უკრაინელ ტყვეს. წარმოგიდგენიათ რაზეა საუბარი?”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მანვე ისაუბრა შესაძლო სასჯელზე, რომელიც შინაპატიმრობას გულისხმობს. სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ამით ცდილობს სააკაშვილის პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვას.

”რა არის შინაპატიმრობა? ეს არის იმისთვის, რომ გამთიშონ პოლიტიკური პროცესებიდან. ახლა არ არის იანუკოვიჩის დრო და მათ კარგად იციან, რომ დასავლეთი არ აპატიებს ასეთ რამეს. უკრაინის ხელისუფლების შესახებ ერთი მეორეზე ცუდი სტატიები იბეჭდება, რაც ანგრევს უკრაინის იმიჯს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს