პროკურორი - დადგინდა, რომ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებში ჩართული იყვნენ რუსეთის სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის სააკაშვილი

დადგინდა, რომ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებში ჩართული იყვნენ რუსეთის სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის სააკაშვილი, - ამის შესახებ უკრაინაში გამართულ სასამართლო პროცესზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა განაცხადა.

მისი თქმით, 2014 წელს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ორგანიზაცია, ხოლო 2017 წელს მიხეილ სააკაშვილმა.

”გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, იანუკოვიჩმა ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელმაც მიითვისა სახელმწიფო საკუთრება. დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილე იყო დაახლოებით 400-მდე საწარმო. ესენი იყვნენ საწარმოები, რომლებიც ახორციელებდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს. ორგანიზაციები მდებარეობდა კიევში, მოსკოვში და ხარკოვში, სხვადასხვა ქუჩებზე, ასევე არის სხვადასხვა შენობები, რომლებიც ეკუთვნოდა აღნიშნულ დაჯგუფებას. მათ ჩაიდინეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, რითაც სახელმწიფოს მიადგა დაახლოებით 10 მლრდ-ის ზარალი. მათ განახორციელეს არაერთი დანაშაული. იმალებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, გადმოკვეთეს უკრაინის ტერიტორია და განახორციელეს მრავალი სხვა დანაშაული. 2014 წლის დასაწყისში ჯგუფის შესახებ გაჟონა ინფორმაციამ, რომ რუსეთი აფინანსებდა აღნიშნულ ჯგუფს. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენების და დანაშაულის ჩადენის მიზნით გატარდა სპეციალური ზომები უკრაინაში და 2017 წლის გაზაფხულზე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც ახორციელებდნენ კონტროლს მიხეილ სააკაშვილზე და სხვა პირებზე, დააადგინეს, რომ მათ შექმნეს ჯგუფი ხელისუფლების დამხობის მიზნით. მათ უნდოდათ კონტროლის ქვეშ აეყვანათ სამართალდამცავი ორგანოები და სხვა უწყებები. დადგინდა, რომ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებში ჩართული იყვნენ რუსეთის სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის სააკაშვილი. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და სხვა თანამდებობის პირების მხრიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომლის თანახმად, კურჩენკოს, დონგაძეს და სააკაშვილს ხელი უნდა შეეწყოთ დანაშაულებრივი საქმიანობისთვის და ამისთვის შემოვიდა სააკაშვილი უკრაინაში. არის მტკიცებულება, რომ სააკაშვილს ყოველთვიურად ერიცხებოდა გარკვეული თანხა”, - განაცხადა პროკურორმა.

ამ წუთებში უკრაინაში სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აღმკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია