მსახიობი დიმა ჯაიანი საბურთალოზე, ამაღლების სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. მსახიობი უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა გააცილეს.
ხელოვანის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს რუსთაველის თეატრში, 12:00 საათიდან მიმდინარეობდა.
მსახიობი მძიმე დაავადებით 67 წლის ასაკში, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
დიმა ჯაიანმა 1998 წელს მიიღო ღირსების ორდენი, 1995 წელს სახელმწიფო პრემია. ხოლო, 1989 წელს მიიღო საქართველოს და აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება.
იხილეთ ვიდეო: "დიმა ჯაიანი უკანასკნელ გზაზე გააცილეს - მსახიობი ამაღლების ტაძრის ეზოში დაკრძალეს"
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"