ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება

მწერალთა სახლი, დღეს, გამომცემლობა „დიოგენესთან“ ერთად ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებას უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

მწერალთა სახლის ცნობით, ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია გაიცემა ორ ნომინაციაში: წიგნად გამოცემული ნათარგმნი პოეზია და ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი პოეზიის თარგმანი.

საკონკურსოდ განიხილებოდა 2016 წელს წიგნად/ელექტრონულ წიგნად გამოცემული პოეზიის თარგმანები და ლიტერატურულ პერიოდიკაში პოეზიის თარგმანის პუბლიკაციები. პრემიის ოდენობა წიგნის ნომინაციაში - 1800 ლარია, ხოლო პუბლიკაციისა - 700 ლარი.

საკონკურსოდ წარდგენილი უნდა ყოფილიყო ტექსტის პირველი გამოცემა ქართულ ენაზე;

წიგნის კონკურსზე წარდგენა შეეძლო მხოლოდ გამომცემელს;

თითოეულმა გამომცემელმა შეიძლება წარადგინოს არაუმეტეს 5 წიგნისა; თითოეული ჟურნალის/გაზეთის გამომცემელმა - 10.

გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური 5 წევრის შემადგენლობით.

პროექტი დაფინანსებულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია