მამუკა მდინარაძე - ჩვენ დღეს მხარი დავუჭირეთ პოზიტიურ კონსტიტუციას

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „პოზიტიურ კონსტიტუციას“.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ოპოზიცია იმ ცვლილებებს უწევდა ოპონირებას, რომლებიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა.

„დღეს უმრავლესობამ კიდევ ერთხელ, ერთხმად დაუჭირა მხარი და გამოუცხადა თანხმობა ძალიან პოზიტიურ და ეროვნულ კონსტიტუციას, რომელიც რეკომენდებული იყო ვენეციის კომისიის მიერ, რომელსაც ეთანხმებოდა ოპოზიცია, თუმცა საწუხაროდ, ამ დღეების განმავლობაში ამაზეც კი ოპონირება გაგვიწიეს.

ხვალ განვიხილავთ მეორე მოსმენით და ამ კვირაში, ვფიქრობთ, რომ ორი მოსმენით დავასრულებთ კენჭისყრებსაც და კანონის შესაბამისად, გაზაფხულზე იქნება მესამე მოსმენა. შესაბამისად, დასრულდება კონსტიტუციური რეფორმის ძალიან წარმატებული პროცესი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა