პროექტ"რეფორმეტრის" მენეჯერი - ჩვენი რეკომენდაციაა, მთავრობამ შეაფასოს, რამდენად სწორად ხარჯავს ფულს სოფლის მეურნეობის მიმართულებით

ვინაიდან ეკონომიური მაჩვენებლების სერიოზული გაუმჯობესება არ ფიქსირდება, მთავრობას უნდა მივცეთ რეკომენდაცია, შეაფასოს რამდენად სწორად ხარჯავს ფულს კონკრეტულად სოფლის მეურნეობის მიმართულებით, - ამის შესახებ პროექტ"რეფორმეტრის" მენეჯერმა გიგლა მიქაუტაძემ ISET- ში განაცხადა, სადაც პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების საჯარო შეფასება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, პროექტი "რეფორმეტრი“ 6 თვეში ერთხელ აფასებს ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობას.

"ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ანხორციელებს პროექტ "რეფორმეტრს", რომელიც 6 თვეში ერთხელ აფასებს ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობას. დღეს გვაქვს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შეფასება. გამოიკვეთა ის, რომ ბოლო 6 თვეში ამ კუთხით არის პროგრესი, მთელი გეგმის დაახლოებით 5% შესრულდა დამატებით და მან მიაღწია 75-იან მაჩვენებელს. თუმცა, რაც შეეხება შედეგებს ინდიკატორების კუთხით, ვგულისხმობ სტატისტიკურ მონაცემებს, სერიოზული აღმასვლა ჯერჯერობით არ ფიქსირდება. ვგულისხმობ იმ ეკონომიკურ მონაცემებს, რაც სოფლის მეურნეობას უკავშირდება. ალბათ ეს კარგი საშუალებაა მთავრობისთვის და სამინისტროსთვის, რომ საკუთარი პოლიტიკა და პროგრამები კიდევ ერთხელ კარგად შეისწავლოს და თუ სადმე რაღაც ცვლილებაა გასატარებელი, გაატაროს ეს ცვლილება. ჩვენი პროექტი მიზნად ისახავს, სწორედ იმას, რომ დავაკვირდეთ როგორ მიმდინარეობს რეფორმები, რას აკეთებს მთავრობა კონკრეტული რეფორმის ფარგლებში და შემდეგ რა შედეგი აქვს ამ რეფორმას. ჩვენი შეფასება არ მოიცავს სარეკომენდაციო ნაწილს, თუმცა, ერთი ფაქტია, რომ ვინაიდან ეკონომიური მაჩვენებლების სერიოზული გაუმჯობესება ჯერჯერობით არ ფიქსირდება, ყველაზე მთავარი რეკომენდაცია, რაც მთავრობას უნდა მივცეთ არის ის, რომ შეაფასოს საკუთარი პროგრამების ეფექტურობა, რამდენად სწორად ხარჯავს ფულს მთავრობა კონკრეტულად სოფლის მეურნეობის მიმართულებით" , - განაცხადა მიქაუტაძემ.

მისივე თქით, ექსპორტის დივერსიფიკაცია არის გაუარესებული.

"მაგალითად, ექსპორტის დივერსიფიკაცია, რომელსაც ჩენ ვითვლით, როგორც ქვეყნების, ასევე პროდუქტების მიხედვით, არის გაუარესებული, ანუ ჩვენი უფრო მეტად ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება გაიზარდა - რუსეთზეა საუბარი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მართალია გაზრდილია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ მისი წილი მთლიან ინვესტიციებში მიზერულია, ანუ უცხოელ ინვესტორებს სოფლის მეურნეობის მიმართ სერიოზული ინტერესი არ აქვთ" , - განაცხადა მიქაუტაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს