ეკა ბესელია - ჩვენ უნდა დავეხმაროთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც ბიუჯეტიდან აქვს დაფინანსება, რომ ის ამართლდებდეს იმ მიზანს, რისთვისაც არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებს ტელევიზიის საჭიროებებით ხსნის.

როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია დაეხმარონ ტელევიზიას, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, რადგან ტელევიზიამ გაამართლოს ის მიზანი, რისთვისაც არსებობს. ბესელიამ ასევე დაადასტურა, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით მათ გუნდშიც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

„ვფიქრობ, საზოგადოებრივ მაუწყებელს უდაოდ სჭირდება რეფორმების პროცესში მხარდაჭერა, რეფორმების სწორად წარმართვის პროცესში საკანონმდებლო შეშველება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ტელევიზიას, რომელსაც ბიუჯეტიდან აქვს დაფინანსება, რომ ის ამართლდებდეს იმ მიზანს, რისთვისაც არსებობს. ამიტომ ეს ცვლილებები მიმართულია იქითკენ, რომ ტელევიზიას ჰქონდეს არა წინააღმდეგობრივი საკანონდებლო ბაზა, არამედ გამართული სამართლებრივი ნორმები. ჩვენ გვაქვს ევროპის მაუწყებელთა კავშირის ძალიან მაღალი შეფასება ამ ცვლილებების მიმართ. ევროპის მაუწყებელთა კავშირი ამბობს, რომ ეს არის ტელევიზია, რომელსაც შეიძლება, თუნდაც ეს მინიმალური სამართლებრივი მხარდაჭერა კანონის დონეზე ჰქონდეს. არაფერი არ მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. კარგი ექსპერტიზაა გავლილი ევროსაბჭოს და ექსპერტების მხრიდან. მართალია, არის განსხვავებული მოსაზრება კოლეგებში, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ამაზე ერთი წელია მუშაობენ, ვფიქრობთ, რომ ტელევიზიას სჭირდება სამართლებრივი მხარდაჭერა რეფორმის ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე“, –განაცხადა ეკა ბესელიამ

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს