რუსთაველის გამზირზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო

რუსთაველის გამზირზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ნაძვის ხე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ერთად აანთო.

ცერემონიაზე იმყოფებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ოჯახთან ერთად. გაიმართა ლაზერული შოუ და იმღერა გორის ქალთა კაპელამ.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას თბილისის მერმა მიმართა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

„ახლოვდება ახალი წელი და მინდა, ყველას წინასწარ მივულოცო. მინდა, გისურვოთ მშვიდობა, დღეგრძელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქალაქის განვითარებასა და წინსვლაში თითოეული თქვენგანის როლი მნიშვნელოვანი იქნება. მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენს ოჯახებთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად და მჯერა, რომ 2018 წელი წარმატების წელი იქნება. მჯერა ისიც, რომ ჩვენი ქალაქი ძალიან მალე სიყვარულით, სიკეთით, სითბოთი, წარმატებებით და სიცოცხლით სავსე იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ და „თბილსერვის ჯგუფს“ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისი 2018 წელს ახალი საახალწლო განათებებით და განსხვავებულად მორთული ნაძვის ხით შეხვდება. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე წელს, ქართულ მოტივებზე შექმნილი სხვადასხვა ორნამენტით მოირთო, რომელზეც ქართული სუფრის ელემენტებია გამოყენებული.

ახალი საახალწლო სანათები დამონტაჟდა თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე - რუსთაველის, ჭავჭავაძის, თამარაშვილისა და კოსტავას გამზირებზე. ასევე, პეკინის, თამარ მეფისა და ბარათაშვილის ქუჩებზე. საახალწლო ილუმინაციები დღეს მთელ ქალაქში აინთება.

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და 12 დეკემბერს დასრულდა. პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებებისა და აქსესუარების მონტაჟი თბილისის გარეუბნებში მიმდინარეობდა. გასულ წლებთან შედარებით, წელს თბილისის ბევრად მეტი უბანი განათდა, სადაც უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა