მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. წმინდა ნიკოლიზი მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე შეძლებულ და კეთილმსახურ ოჯახში დაიბადა. მშობლებმა აღთქმა დადეს, თუ უფალი მათ მემკვიდრეს უბოძებდა, მასვე მიუძღვნიდნენ. წმინდა ნიკოლოზი ყრმობიდანვე განსაკუთრებული იყო.

325 წელს წმინდა მღვდელმთავარი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, რომელზეც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. იგი ამასთან დაკავშირებით ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა.

წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეავედრა.

წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული და მათ მირონი სდით. მორწმუნეები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ