აშშ-მ გაეროს უშიშროების საბჭოში ის რეზოლუცია დაბლოკა, რომელიც იერუსალიმის სტატუსის შეცვლას არ ცნობს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოში ის რეზოლუცია დაბლოკა, რომელიც არ ცნობს იერუსალიმის სტატუსის შეცვლას და ამ გადაწყვეტილების შეცვლის მოწოდებით გამოდის.

ეგვიპტის მიერ გავრცელებულ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გუშინ გაიმართა. მას მხარი 14-მა ქვეყანამ დაუჭირა. აშშ-მა, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ვეტოს უფლება გამოიყენა.

რეზოლუციის პროექტით, „ნებისმიერი გადაწყვეტილებები და ქმედება, რომელიც ითვალისწინებს იერუსალიმის დემოგრაფიული შემადგენლისა და სტატუსის ცვლილებას, ბათილია და უნდა გაუქმდეს“.

ამერიკის წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ რეზოლუციის პროექტს და უშიშროების საბჭოს აბსოლუტური უმრავლესობის მიერ ამ პროექტის მხარდაჭერას შეურაცხმყოფელი უწოდა.

„დღეს რასაც ვაკვირდებოდით უშიშროების საბჭოში, შეურაცხყოფაა და ეს არასოდეს მიეცემა დავიწყებას. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა ზიანი მოაქვს გაეროს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით, ვიდრე სიკეთე“, - განაცხადა გუშინ ჰეილიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა