ხელვაჩაურის #1 სკოლის დირექტორი - მოსწავლეს, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა, ხელზე ნაკაწრები შევნიშნე, რაც სამართალდამცველებს, სამინისტროსა და მშობლებს ვაცნობე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის #1 სკოლის დირექტორის, შუშანა კონცელიძის განცხადებით, მათი მოსწავლე, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა, ბოლო ორი თვის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა.

როგორც შუშანა კონცელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობის გამო, არასრულწლოვნის მამამ სკოლის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა, რომელშიც მშობელი მიუთითებდა, რომ შვილი მას მშენებლობაზე ეხმარებოდა და სკოლას ამ მიზეზით აცდენდა.

ამასთან, ახლობლების მსგავსად დირექტორიც 17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტს ინტერნეტ თამაშს უკავშირებს და აცხადებს, რომ ბავშვს ხელზე ნაკაწრები აღენიშნებოდა.

„ხელზე ნაკაწრები შევნიშნე, საეჭვოდ მივიჩნიე და ვაცნობე სამართალდამცველებს, სამინისტროსა და მშობლებს“, - განაცხადა შუშანა კონცელიძემ.

ახლობლები ხელვაჩაურში, 17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენებას ინტერნეტ თამაშს უკავშირებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაჭრილი მოზარდის ახლობლებმა განუცხადეს, 17 წლის ბიჭი „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა.

„ვიცით, რომ ლურჯ ვეშაპს თამაშობდა. ვეჭვობთ, რომ მომხდარი, შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს“, - განაცხადეს ახლობლებმა.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ახლობლების ინფორმაციით, მოზარდს, სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, სახის არეში უმძიმესი დაზიანებები აქვს მიყენებული.

17 წლამდე მოზარდი ხელვაჩაურში კლინიკა "მედინაშია" მოთავსებული. მას გუშინ გვიან ღამით, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ცნობისთვის, სუიციდის მცდელობა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა. თვითმკვლელობის მიზნით დაზიანებების მიყენების შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით იწყება, რომელთა დიდი ნაწილი მძიმე სასჯელს, თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო