აჭარის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია 21 დეკემბერს პლენარული სხდომით დაიხურება

აჭარის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია 21 დეკემბერს პლენარული სხდომით დაიხურება. სხდომის დღის წესრიგი 19 დეკემბრის ბიუროს რიგით 29-ე სხდომაზე განისაზღვრა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, სხდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.

მისი განცხადებით, კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოში მთავრობიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში შემოვიდა და მასში უმაღლესი საბჭოს შენიშვნებისა და წინადადებების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებულია. ბიუროს გადაწყვეტილებით, აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება.

„დღის წესრიგის მეორე საკითხი, აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ სხდომაზე დავით გაბაიძემ წარმოადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, პროექტი განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივ კომისიებსა და ფრაქციებში ჩაეშვა. საამისოდ მათ ვადა 11 იანვრამდე განესაზღვრათ. ბიუროს 19 დეკემბრის სხდომაზე კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს“, – აცხადებენ აღნიშნულ საბჭოში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს