ქუთაისის #13 საჯარო სკოლის მასწავლებლის ქმედებას განათლების სამინისტროს დისციპლინარულ კომიტეტი სწავლობს

ქუთაისის #13 საჯარო სკოლის მასწავლებლის ქმედებას განათლების და მეცნიერების სამინისტროს დისციპლინარულ კომიტეტი სწავლობს. კომიტეტი იმსჯელებს იმის შესახებ, დატოვებს თუ არა მასწავლებელი თანამდებობას. სამინისტროს დისციპლინარული კომიტეტი მასწავლებლის ქმედების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილება სკოლას სამ კვირაში მიაწვდის.

განათლების სამინისტროსთან ერთად, საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა პირველკლასელ მოსწავლეს ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე დღის წინ მიაყენა.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ პირველი კლასის მასწავლებელს სკოლაში მუშაობის 38 - წლიანი სტაჟი აქვს და მსგავსი შემთხვევა აქამდე არ მომხდარა. მისივე განცხადებით, მოსწავლე გაკვეთილის დროს ცელქობდა, მასწავლებელი მის კუთხეში დაყენებას ცდილობდა, რა დროსაც მოსწავლე მობრუნდა და დაზიანება მიიღო.

დირექტორის თქმით, მასწავლებელი ამ დროისთვის სკოლაში არ დადის და ბიულეტენით სარგებლობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს